თქვენც არ გააკეთოთ.
ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ადამიანებით, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში ახერხებენ სიმშვიდის, სულიერი წონასწორობისა და თვითკონტროლის შენარჩუნებას. ჩვენ ამას სიბრძნეს ვუწოდებთ და ვიმოდენოვნებთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს თავადაც ასეთები გავხდებით. აღმოჩნდა, რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული ადამიანის უნარზე განერიდოს ქცევის გარკვეულ ფორმებს, რომლებიც ხელის შემშლელები არიან ბედნიერებისა და წინსვლისკენ.
- ისინი არ იძლევიან ხასიათის გაფუჭების ნებას
თუ თქვენი თვითშეფასება და განწყობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოიყურებით სხვების ფონზე, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ბედნიერება თქვენ არ გეკუთვნით. როდესაც ჭკვიანი ადამიანები ხარობენ თავიანთი წარმატებით, ისინი არ აძლევენ სხვათა აზრებსა და დამსახურებებს ამ სიხარულის დაჩრდილვის საშუალებას.
არა აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობენ ან რას აკეთებენ სხვები. ეს არანაირად არ უნდა მოქმედებდეს თქვენს თვითშეფასებაზე. როგორი აზრიც არ უნდა ჰქონდეთ სხვებს თქვენს შესახებ მოცემულ მომენტში, ის ყოველთვის სუბიექტურია და არ ასახავს მდგომარეობის რეალურ ვითარებას.
- მათ არ ავიწყდებათ
ემოციურად მომზადებული ადამიანები ადვილად პატიობენ წყენას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მას ივიწყებენ. შენდობა ნიშნავს უსიამოვნო სიტუაციის გაშვებასა და საკუთარ გზაზე სვლის გაგრძელებას და არა მაწყენარისთვის მეორე შანსის მიცემას.
ჭკვიან ადამიანებს არ სურთ ჩაეფლონ სხვისი შეცდომებისგან გამოწვეულ შედეგებში, ამიტომ ისინი ჯერ პატიობენ, შემდეგ კი უფრო მეტი ძალისხმევით მიმართავენ ზომებს მომავალში მსგავსი სიტუაციებისგან თავის დასაცავად.
- ისინი ტანკის წინააღმდეგ დანით არ მიიწევენ
ჭკვიანმა ადამიანებმა იციან, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი თავის გაფრთხილება, რადგანაც ხვალ ახალი დღე და ახალი ბრძოლა ელით. კონფლიქტურ ვითარებაში ჩვენ ხშირად ვკარგავთ კონტროლს ემოციებზე და თავდაუზოგავად ვერთვებით ბრძოლაში, სადაც უკვე წინასწარ განწირულები ვართ დამარცხებისთვის. იმას, ვისაც თავისი ემოციების გაგებისა და მართვის უნარი აქვს, შეუძლია შეაფასოს, როდის უნდა დააწვეს დაჟინებით თავისას და რა ბრძოლებში ღირს ჩარევა.
- ისინი იდეალს არ მისდევენ
ემოციურად მომწიფებული ადამიანები არ ქმნიან მიუწვდომელ იდეალს, რადგანაც იციან, რომ ის არ არსებობს. აბსოლუტური სრულყოფისკენ სწრაფვით ყოველთვის იმედგაცრუებული დარჩებით. რის გამოც დაიწყებთ საკუთარი თავის ჭამას იმიტომ, რომ სასურველს ვერ მიაღწიეთ და ფიქრს იმაზე, თუ რა გააკეთეთ არასწორად. ამის ნაცვლად, ჭკვიანი ხალხი ხარობს იმ შედეგებით, რომელთაც მიაღწიეს.
- ისინი წარსულით არ ცხოვრობენ
როგორც წესი, მარცხი არის რისკისა და ძნელად მისაღწევი რაღაცის მცდელობა. ჭკვიანმა ადამიანებმა იციან, რომ წარმატება მეტწილად დამოკიდებულია წაგების მიღებისა და გზის შემდგომი გაგრძელების უნარზე. ეს კი ძნელად შესაძლებელია, თუ ებღაუჭებით ჩადენილ შეცდომებს. როდესაც წარსულით ცხოვრობთ, ის თქვენი აწმყო ხდება და ამით გართმევთ მომავალს.
- ისინი პრობლემებზე ფოკუსირებას არ ახდენენ
თქვენი ემოციური მდგომარეობა პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ფიქრობთ. როდესაც მთლიანად ფოკუსირებული ხართ მიმდინარე პრობლემებზე, უარყოფით ემოციებსა და სტრესში თავით ეშვებით. ჭკვიანმა და ემოციურად მომზადებულმა ადამიანებმა იციან, რომ არა პრობლემებზე, არამედ მათი გადაჭრის გზებზე ფიქრია საჭირო.
- ისინი არ ურთიერთობენ მოწუწუნეებთან
წუწუნისა და ჩივილის მოყვარული ხალხი მუდმივად თავისი პრობლემების გადაღეჭვაშია. თავი კარგად რომ იგრძნონ, მათ სჭირდებათ გულმოწყალე მსმენელები, რომლებიც შეიცოდებენ. ჯობია ასეთი ადამიანებისაგან თავი მოშორებით დაიჭიროთ, თორემ ისინი თავიანთ ნეგატივში ჩაგახრჩობენ.
წუწუნის დაუსრულებელი ნაკადის შეჩერების კარგი გზაა შეკითხვა, თუ როგორ აპირებს ადამიანი თავის პრობლემებთან გამკლავებას. მოწუწუნე ან გაჩუმდება, რადგანაც ის არანაირად არ აპირებს მათ გადაჭრას, ან ბოლოს და ბოლოს შეეცდება კონსტრუქციულ მსჯელობას.
- ისინი ბოროტებას გულში არ იდებენ
უარყოფითი ემოციები, რომლებსაც სიბრაზის დროს განვიცდით, არის რეაქცია სტრესზე. როდესაც გარდაუვალი საფრთხე გვემუქრება, ასეთი ქცევა აუცილებელია ჩვენი გადარჩენისთვის. მაგრამ როდესაც ყველაფერი დამთავრებულია, გულში ჩადებული წყენა მხოლოდ ზიანს გვაყენებს. დროთა განმავლობაში ამან შეიძლება ჯანმრთელობაზეც კი იმოქმედოს. ბოროტების გულში ჩადება ნიშნავს მუდმივ სტრესულ მდგომარეობაში ყოფნას. ჭკვიანი ადამიანები კი ყველა ძალებით ცდილობენ მის თავიდან აცილებას.
- ისინი არ თანხმდებიან იმაზე, რაც ნამდვილად არ უნდათ.
ბევრ ჩვენგანს ძალიან უჭირს სიტყვა „არა” – ს მიღება. ამასობაში, ეს არის მძლავრი ინსტრუმენტი, რომელიც ძალიან თამამად უნდა გამოიყენოთ. ახალი ვალდებულებების აღებაზე უარის თქმით საკუთარ თავს აძლევთ არსებული ვალდებულებების შესრულების საშუალებას.
რა თქმა უნდა ეს არ არის მთლიანი ჩამონათვალი. მაგრამ თუ თქვენ შეისწავლით თუნდაც აქ ჩამოთვლილი დესტრუქციული ქცევების თავიდან აცილებას, საკუთარ თავს დიდ სამსახურს გაუწევთ.