• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Tech News, Magazine & Review WordPress Theme 2017
  • მთავარი
  • სახლი
  • ფული
  • ცხოვრება
  • ურთიერთობა
  • აზროვნება
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სახლი
  • ფული
  • ცხოვრება
  • ურთიერთობა
  • აზროვნება
No Result
View All Result
RaRogor
No Result
View All Result

28 ნივთი, რომელიც უნდა მოიშოროთ თავიდან სახლის დალაგების დროს

admin by admin
October 2, 2020
Home სახლი
Share on FacebookShare on Twitter

დალაგება არა მარტო კარადის მოწესრიგების კარგი საბაბია, არამედ საკუთარ თავში გარკვევის საშუალებაცაა. სინანულის გარეშე გადააგდეთ ის, რაც არ გჭირდებათ.

როგორ გავერკვიოთ, გადასაგდებია თუ არა ნივთი სინამდვილეში? ამისათვის გამოგადგებათ იაპონური მეთოდიკა – კაიძენი. აიღეთ ნივთი ხელში და პასუხი გაეცით 4 კითხვას:

  • რამდენად მჭირდება ეს ნივთი?
  • საჭიროა თუ არა ეს ნივთი მაინცდამაინც ამ ადგილას?
  • როგორ ხშირად ვხმარობ მას?
  • როდის მეჭირა ის ბოლოს ხელში?

თუ ბოლო 6 თვის განმავლობაში ნივთი არ გამოგდგომიათ, თამამად გადააგდეთ ის.

ბესტსელერის “მაგიური დალაგება“ ავტორი, ახალგაზრდა იაპონელი მწერალი ქალი მარი კონდო გვირჩევს გავაკეთოთ ეს მაქსიმალურად ეკოლოგიურად. გაესაუბრეთ ნივთს, გადაუხადეთ მადლობა მსახურისათვის, აღიარეთ მისი დამსახურებები და გამოეთხოვეთ. მარი თვლის, რომ ნივთი კარგია, თუ ის გიძგერებთ გულს.

და რა შეგვიძლია გადავაგდოთ დალაგებისას

  1.  ძველი დოკუმენტები

ასეთებია  ჩეკები, საგარანტიო ტალონები, ქვითრები, ცნობები, რეცეპტები, ტექბიკის მოხმარების ინსტრუქციები და ასე შემდეგ. მათ ინახავენ იმ მიზნით, რომ შეიძლება გამოადგეთ. თუ ზემოთ აღნიშნულ ქაღალდებს ვადები გასული აქვთ, შეგიძლიათ თამამად გადააგდოთ ისინი.

ხშირად ძველი დოკუნებტები ინახება საქაღალდეებში საწერ მაგიდაზე. იმისათვის, რომ არ დაანაგვიანოთ მაგიდა, საჭირო ქაღალდებისათვის შეგიძლიათ გამოიეყენოთ საკედლე მინი ორგენაიზერი. მისი დანაგვიანება რთული იქნება, რადგანაც თვალთახედვის არეშია.

  1. ჟურნალ–გაზეთები

ჟურნალები და გაზეთები, ასევე ბუკლეტები, აფიშები, კონცერტების ბილეთები, სავიზიტო და ღია ბარათები, ნახატები შეგიძლიათ შეინახოთ მაშინ, თუკი ისინი თქვენთვის მართლაც ძვირფასია და ამ შემთხვევაში მოათავსეთ ისინი ცალკე ყუთში. დანარჩენი უყოყმანოდ გადაყარეთ: მაკულატურა წონასაც იკრებს და მტვერსაც.

ქაღალდი შეგიძლიათ ჩააბაროთ გადამუშავებაზე და ასე ორ კურდღელსაც დაიჭერთ: გაანთავისუფლებთ ადგილს და ცოტა ფულსაც იშოვით.

  1. წიგნები და სახელმძღვანელოები

წიგნებთან განშორება ძნელია. ბავშვობიდანვე გვინერგავდნენ, რომ წიგნებს უნდა გავუფრთხილდეთ. მაგრამ თუ უკვე თვეებია არ გაგიღიათ კარადის კარები და სარგებლობთ ელექტრონული ბიბლიოთეკით, დრო არის შეცვალოთ მიდგომა.

წიგნები შეიძლება გადასცეთ საჯარო ბიბლიოთეკას ან ანტიკაფეს. ჩააბაროთ ბუკინისტურ მაღაზიაში, შეავსოთ ბუქკროსინგის თაროები, განანწესოთ განცხადებით – მსურველები უთუოდ მოიძებნება.

გაითვალისწინეთ

როგორ მოვიშოროთ ძველი წიგნები თავიდან ლამაზად

ეს ასევე შეეხება ყველა სახის სახელმძღვანელოსა და კურსებსა და ვორკშოპებზე მიღებულ დასარიგებელ მასალას. ჩაატარეთ რევიზია და დატოვეთ მხოლოდ ის, რაც საჭიროა. დანარჩენისთვის კი არსებობს ინტერნეტი.

  1. კალენდრები და დღიურები

შარშანდელი კალენდარი ძაღლებით და წლების წინ ნაჩუქარი გამოუყენებელი დღიური–სუვენირი უკვე აღარ გამოგადგებათ. დაიტოვეთ მხოლოდ ის, რაც გჭირდებათ აქ და ეხლა.

  1. კოლოფები

სხვადასხვა ნივთებისაგან დარჩენილი შესაფუთი მასალა იკავებს დიდ ადგილს და იკრებს მტვერს. თუ ეს ყუთები ცარიელია, ისინი, სჯობს, გადააგდოთ. და თუ მაინც გადაწყვიტეთ იხმაროთ ისინი თქვენთვის ძვირფასი ნივთების შესანახად, მაშინ შეგიძლიათ დაიტოვოთ.

ასევე არ ღირს აგროვოთ სასაჩუქრე პაკეტები, ბაფთები, ლენტები, ბარათები, შესაფუთი ქაღალდები. ჩააბარეთ ისინი მაკულატურაში ყუთებთან ერთად.

  1. არასაჭირო საჩუქრები და სუვენირები

ვაზები და სტატუეტები, სასამკაულე კოლოფები და სტენდები, ცარიელი ჩარჩოები და ფოტოალბომები…და მაინც ამ საყვარელი ნივთების გამოყენება  ვერ მოხერხდა, გადასაგდებად კი გვენანება. ან უხერხულობას ვგრძნობთ მათ წინაშე, ვინც ეს ნივთები გვაჩუქა – ისინი ხომ ჩვენთვის ცდილობდნენ. თუ ზემოთ მოცემული შეკითხვების დასმისას, ამ ნივთებმა გამოცდა ვერ გაიარეს, განშორდით მათ. თუ გადასაყრელად არ გემეტებათ – გაყიდეთ.

მოიცილეთ ზედმეტი

როგორ გავყიდოთ არასაჭირო ნივთი

  1. პარკი პარკებით

ბევრი ჩვენთაგანი სამზარეულოში ინახავს პარკს, რომელშიც აგროვებს სხვა პარკებს. თუ გარემოზე ზრუნავთ,  პლასტიკის პარკების ნაცვლად იხმარეთ მრავალჯერადი გამოყენების ჩანთა. ეს გამოგითავისუფლებთ ადგილს სამზარეულოში და პატარა ეკონომიაც გამოგივათ – აღარ იყიდით პარკებს. ის კი, რაც დაგიგროვდათ, ჩააბარეთ გადამუშავებაზე.

  1. ძველი ელექტრონიკა

10 წლის წინანდელი ყურსასმენები, გატეხილი სმარტფონი, ძველი კლავიატურა და მონიტორი, გადაგდებული ტელევიზორის დისტანციური მართვის პულტი, ელექტროჩაიდანი გატეხილი თავსახურით…ეს ნივთები უკვე ვეღარ გაცოცხლდებიან. შეგიძლიათ შესთავაზოთ ისინი სერვის ცენტრებს ან უფასოდ განათავსოთ განცხადებაში. თუ არ გამოგივათ – გააგზავნეთ გადამუშავებაზე.

ნუ დაინანებთ ასევე გაურკვეველი დანიშნულების მავთულებს, დასაყენებელ დისკებს, ხმაურით მომუშავე ფლეშკებს, ძველი გაჯეტებისაგან დარჩენილ საფუთებს და სხვა აქსესუარებს – ყველაფერს თავი უკარით სანაგვე ყუთში!

  1. DVD და CD

წარსულის გადმონაშთები იკავებენ დიდ ადგილს და უკვე აღარასუდეს იქნებიან სარგებლობაში. გააციფრეთ საოჯახო არქივის ჩანაწერები და გადაიტანეთ ისინი ფლეშკებზე ან ღრუბელში. ძველი კოლექცია ან გადააგდეთ ან განამწესეთ იქ, სადაც ჯერ კიდევ სარგებლობენ დისკების პლეერებით.

  1. ფასეული, მაგრამ არასაჭირო გაჯეტები

თქვენ გაჩუქეს სავაფლე, წვენსაწური ან ორთქლსახარში, რომლებითაც არ სარგებლობთ? ყუთის ნახევარს იკავებს სამზარეულოს კომბაინი, რომელიც ჯერაც არ გაგიხსნიათ? თავის დროს ელოდება თმის უთო?  ნუ დაელოდებით. ეს დრო არ დადგება.

გაყიდეთ ეს ნივთები ონლაინ «ბარახოლკაზე». ან უბრალოდ მიეცით მათ, ვისაც სჭირდება. მოგეშვებათ.

  1. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დეფექტით

გაფხაჭნილი საყვარელი ბათინკები, დალაქული კაბა, მოხერხებელი ფეხსაცმელი გადატეხილი ქუსლით ხშირად გადასაგდებად არ გვემეტება. ვფიქრობთ, რომ გავარემონტებთ, გამოვრეცხავთ მათ. ნუ გააკეთებთ ამას და დატოვეთ წარსული წარსულში.

ეს ეხება ტანსაცმელს და ფეხსაცმელსაც, რომელიც არ გერგებათ ან მოდაგასულია. როგორც კი მოიშორებთ თავიდან ძველმანებს, ახლის ყიდვის საბაბი გაგიჩნდებათ, ეს კი ყოველთვის სასიამოვნოა.

არ შეინახოთ არასაჭიროებები

სად წავიღოთ არასაჭირო ტანსაცმელი, თუ არ გვინდა მათი გადაგდება

  1. გამოსაშვები კაბა

ის ძალიან ლამაზია, მაგრამ 99 %–იანი ალბათობით, თქვენ უკვე მას არ ჩაიცმევთ. ეს ეხება საქორწილო კაბასაც. რატომ ინახავთ მას? იმ შემთხვევისთვის, თუ ხელმეორედ გათხოვდებით?

გაყიდეთ ისინი ონლაინ „ბარახოლკაზე“ ან ჩააბარეთ კაბების გაქირავების სერვისში – დაე, მათ სხვებიც გაახარონ.

  1. ჭურჭელი, რომლითაც არ სარგებლობთ

იმისათვის, რომ სახლში მივირთვათ საჭმელი, სავსებით საკმარისია ჭურჭლის მოკრძალებული კრებული. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ჩვენი კარადები ავსებულია სხვადასხვაგვარი თეფშებითა და თასებით, მათ შორის სასუვენიროთითაც, ბებიის სერვიზებით, სახელსახოცეებით, ჯემის სოკეტებით, დოქებითა და ჭიქებით…

დატოვეთ მხოლოდ ის, რაც გჭირდებათ პირადად თქვენ და ის, რაც დაგჭირდებათ სტუმრების მისაღებად. სხვა კი მოიშორეთ თავიდან.

  1. შუშის ქილები

ჩვეულებრივ, ბანკების კოლექცია ელოდება ხოლმე მომენტს, როცა თქვენ უცაბედად გადაწყვეტთ კიტრების დამჟავებას ან ლეჩოს შენახვას. მოახდინეთ არსებული ქილების უტილიზაცია და როცა ნამდვილად დაგჭირდებათ, მაშინ შეიძინეთ საჭირო რაოდენობით.

  1. ძველი ტილოები და ღრუბლები

ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი ხშირად უნდა გამოიცვალოს – ორ კვირაში ერთხელ მაინც. ტილოებს კი საზარეულოში საერთოდაც კი ნუ შეინახავთ, ვინაიდან ისინი მიკრობების წყაროა და უსიამოვნო სუნსაც გამოსცემენ. გადაუშვით ნაგავში, როგორც კი იხმარეთ.

  1. ვადაგასული წამლები და კოსმეტიკა

როდის შეამოწმეთ ორიოდე წლის წინ სეილზე შეძენილი  მასკარას ან პომადის ვადა? როდის ჩაატარეთ საოჯახო აფთიაქის კვლევა? ვადის გასვლის შემდგომ კოსმეტიკამ და წამლებმა შეიძლება ზიანი მოგაყენოთ. ასე რომ გამოიმუშავეთ ჩვევა, რომ ყოველ ნახევარ წელიწადში გადაარჩიოთ კოსმეტიკა და აფთიაქი.

  1. გაუხსნელი სუნამო

აღმოაჩინეთ თაროზე გაუხსნელი ძვირიანი პარფიუმი? ყველაფერი მარტივია: არ ხმარობთ, ესე იგი არ გჭირდებათ. აჩუქეთ მათ, ვისაც სწორედ ეს არომატი მოსწონს.

  1. სათამაშოები

საყვარელი ფუმფულა დათუნიები და კურდღლები, სამაგიდო თამაშები დაკარგული სათადარიგო ნაწილებით, ყველა ეს და სხვა ნივთი უსათუოდ იკავებს ადგილს. შეინახეთ მხოლოდ ის, რაც ახარებს თქვენს გულს, დანარჩენს კი გადაუძახეთ სანაგვე ყუთში.

  1. სურათები და პოსტერები, რომელთათვისაც ადგილი არ მოიძებნა

ის, რაც ჯერ კიდევ არ დაგიკიდიათ კედელზე, თამამად გააჩუქეთ, გაყიდეთ ან გადააგდეთ. პოსტერები ყვავილებითა და პეიზაჟებით, სურათები ცხენებისა და კატების გამოსახულებით მშვენიერია, მაგრამ პირადად თქვენ ისინი უკვე აღარ გჭირდებათ.

  1. ძველი ბალიშები და საბნები

საძილე აქსესუარები, რომლებითაც ყოველდღე სარგებლობთ, არის მიკროორგანიზმების და მტვრის ტკიპების საბუდებელი. ორ  წელიწადში ერთხელ მაინც ისინი უნდა გამოიცვალოს. სხვაგვარად, შეიძლება გამოიღვიძოთ თავის ტკივილით ან ალერგიული გახდეთ.

  1. დეკორატიული ბალიშები

ერთ–ერთი პოპულარული და იმპულსიური საყიდელთაგანია.  ისინი სილამაზით მაღაზიაში მყიდველებს მიიზიდავენ. გამორიცხული არ არის, რომ ინტერიერს არ მოერგონ. თანაც ბალიშები იკრებენ მტვერს.

  1. უსაქმურად მიგდებული სპორტული ინვენტარი

როდესღაც თქვენ გადაწყვიტეთ იოგით დაკავება და შეიძინეთ სპეციალური მატი. ან თავს სიტყვა მიეცით, რომ 3 თვეში დასუსტდებოდით და იყიდეთ სტეპერი და ველოტრენაჟორი. და თუ ბოლო 6 თვე ეს სპორტული ინვენტარი არ გამოგიყენებიათ, სასწრაფოდ მოიცილეთ ისინი.

  1. რემონტის მერე დარჩენილი ფილები და კედლის ფონი

ყველაფერი ეს ინახება საყოველშემთხვევოდ, იკავებს ადგილს და მტვერსაც იკრებს. გადააგდეთ დაუნანებლად – სამშენებლო მასალები უკვე დეფიციტი  აღარაა.

  1. ფასდაკლების ბარათები, რომელთაც არ იყენებთ

გადაარჩიეთ დაგროვილი ბარათები და დატოვეთ მხოლოდ ისინი, რომელთაც რეგულარულად ხმარობთ. თუ საშუალება გაქვთ, გააკეთეთ მათი ციფრული ასლები და გადაიტანეთ სმარტფონში.

  1. მაცივარზე მისაკრავი მაგნიტები

მაგნიტების მაცივარზე მიწებება დიდი ხანია არ არის მოდაში, ამიტომ ჩაატარეთ თქვენი კოლექციების რევიზია. რომელთაც კი კატეგორიულად ვერ ელევით, გადაანაცვლეთ სპეციალურ დაფაზე.

  1. ძველი შარფები

ნაქსოვი აქსესუარები, რომელთაც არ ხმარობთ, შეგიძლიათ დაარღვიოთ და ახალი მოიქსოვოთ. თუ მათი ხელმეორედ გამოყენება არ გსურთ, მოიცილეთ. გარდერობი რეგულარულად უნდა განახლდეს

  1. მოუხერხებელი სამგზავრო ჩანთები და ჩემოდნები

სამგზავრო ჩანთა ლამაზია, მაგრამ ცოტას იტევს? და თავად ჩემოდანი იწონის მეტს, ვიდრე მასში ჩადებული ნივთები? არ შეინახოთ ისინი. მოგზაურობის გაფუჭება ნამდვილად არ გენდომებათ.

  1. საკიდები მაღაზიიდან

მავთულის ან პლასტიკის უფასო საკიდები, რომლებიც გადმოგეცათ ტანსაცმელთან ერთად, სჯობს, გადააგდოთ. ისინი არ არიან გათვლილი გრძელვადიანი მოხმარებისთვის, იღუნებიან და იწვევენ ტანსაცმლის დეფორმაციას.

admin

admin

Next Post
17 მარტივი და ბიუჯეტური ხერხი შევიგრძნოთ თავი მდიდრულად

17 მარტივი და ბიუჯეტური ხერხი შევიგრძნოთ თავი მდიდრულად

Leave a Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Recommended.

5 დილის ჩვევა, რომელიც მთელ დღეს გვიფუჭებს

5 დილის ჩვევა, რომელიც მთელ დღეს გვიფუჭებს

October 2, 2020
13 ნიშანი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ფუჭად ხარჯავთ ცხოვრებას

13 ნიშანი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ფუჭად ხარჯავთ ცხოვრებას

October 2, 2020

Trending.

რა ემართება ტვინს სიკვდილის მომენტში

რა ემართება ტვინს სიკვდილის მომენტში

October 2, 2020
 როგორ გვატყუებენ სუპერმარკეტები: 10 ხრიკი, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ

 როგორ გვატყუებენ სუპერმარკეტები: 10 ხრიკი, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ

October 7, 2020
28 ნივთი, რომელიც უნდა მოიშოროთ თავიდან სახლის დალაგების დროს

28 ნივთი, რომელიც უნდა მოიშოროთ თავიდან სახლის დალაგების დროს

October 2, 2020
როგორ დავარწმუნოთ ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ რამეში: 12 არგუმენტი ყველა შემთხვევისთვის

როგორ დავარწმუნოთ ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ რამეში: 12 არგუმენტი ყველა შემთხვევისთვის

October 2, 2020
იმ ადამიანების 8 ჩვევა, რომლებიც არ ექვემდებარებიან სტრესს

იმ ადამიანების 8 ჩვევა, რომლებიც არ ექვემდებარებიან სტრესს

October 7, 2020

ჩვენ შესახებ

გაიგე რა როგორ უნდა
ურთიერთობა, ჯანმრთელობა, როგორ დაზოგო და დახარჯო სწორად, როგორ გაიმარტივო ცხოვრება და როგორ მიიღო მეტი.

Follow Us

  • მთავარი
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ჩვენ შესახებ

© 2020 Rarogor.ge - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • Home

© 2020 Rarogor.ge - ყველა უფლება დაცულია