„დაფიქრდი, სანამ რამეს იტყვი და ხშირად უსმინე მშობლებს“
25 გაუფრთხილდით საკუთარ დროს:
დრო ყველაზე დიდი სიმდიდრე, ნუ დახარჯავთ ფუჭად, რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატარეთ ტელევიზორის წინ ან სოციალურ ქსელებში, გახსოვდეთ, დრო ძალიან ძვირფასი საჩუქარია!
- ნუ გადაავადებთ ხოლმე ცხოვრებას ხვალისთვის, ზეგისთვის და უკეთესი დროისთვის:
იცხოვრეთ და დაიგროვეთ სასიამოვნო მოგონებები, აკეთეთ საინტერესო საქმე, ბევრი დრო გაატარეთ მხოლოდ მათთან, ვინც გიყვართ. ნუ დაუთმობთ ძვირფას საათებს თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებს.
- დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით. სიტყვას დიდი ძალა აქვს.
- დაფიქრდით, სანამ რამეს გააკეთებთ:
ჯობს ფიქრში კარგად შეაფასოთ ის, რის გაკეთებასაც აპირებთ, ვიდრე ინანოთ დაუფიქრებლობის გამო.
- უარი თქვით ალკოჰოლის ხშირად მიღებაზე:
სასმელი ყველაზე ნათელ გონებასაც ბინდავს, ხოლო კარგი დროის გატარებას სიმთვრალე არ სჭირდება.
20 უსმინეთ მშობლებს
ოდესღაც აღმოაჩენთ, რომ იგივეს ეტყვით შვილს, რასაც მშობლები გეუბნებოდნენ ან გარიგებდნენ:
- სკოლის წლები უბედნიერესი ხანაა
- კარგად სწავლა აუცილებლად მოგიტანს შედეგებს
- გულდასმით დააკვირდი, ვის ირჩევ მეგობრად, როგორც მწერალი და ორატორი ჯიმ რონი ამბობს,“შენ წარმოადგენ იმ 5 ადამიანის საშუალო არითმეტიკულს, ვისთანაც მეტ დროს ატარებ“
- რასაც არ უნდა აკეთებდე, ბოლომდე დაიხარჯე
- მოექეცი ადამიანებს ისე, როგორ გინდა, შენ რომ მოგექცნენ და აუცილებლად დაიმსახურებ მათ პატივისცემას
- ყველა ადამიანი თანაბარია რასის, კულტურის, სქესის და ინტერესების მიუხედავად.
- შეიქმენით გატაცება-ჰობი
სასიამოვნო საქმიანობა სიჯანსაღეს უწყობს ხელს და სიციცხლეს ახანგრძლივებს
- გადადეთ თანხა
შეძლებისდაგვარად, ყოველ კვირაში ან თვეში, გადადეთ რამე თანხა, ეს დამატებით სიმშვიდეს ქმნის.
- ყოველთვის ეძებეთ სიახლე
იკითხეთ ახალი წიგნები, უსმინეთ ახალ სიმღერებს ან პოდკასტებს.
ყოველდღიურად, თითო საათი, თქვენთვის საინტერესო თემატიკის წიგნების კითხვა, 7 წელში გაქცევთ ექსპერტად არჩეულ სფეროში (თქვენი სასტარტო განათლების მიუხედავად) რა თქმა უნდა, ამისათვის დაგჭირდებათ მონდომება და დისციპლინა, რაც დროთა განმავლობაში ჩვევად გექცევათ.
- არასოდეს მიბაძოთ უმრავლესობას
თუ ყველა აკეთებს რაღაც ერთ საქმეს, თქვენ სხვა რამით დაკავდით. იყავით გაბედული, არ შეგეშინდეთ რისკის, ეძებეთ ახალი შესაძლებლობები. იმსჯელეთ თქვენს იდეებზე, ყური დაუგდეთ სხვების რჩევებს.
- გაიუმჯობესეთ პრაქტიკული ჩვევები
დადგენილია, რომ სრულყოფილების მიღწევას რაიმე სფეროში, პრაქტიკის 10 000 საათი სჭირდება, თუმცა, შეგიძლიათ 1000 საათი 10 სხვადასხვა სფეროს დაახარჯოთ, რაც კიდევ უფრო გაზრის თქვენს მომავალ შესაძლებლობებს.
- შეეჯიბრეთ თქვენზე უკეთესებს.მათგან ბევრი რამის სწავლას შეძლებთ და მათ ცოდნას გამოიყენებთ. ასეთ შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებთ, თუ სწორება გამოუცდელ ადამიანებზე გექნებათ.
- დაუწესეთ თავს დროის ლიმიტი
გარკვეული პროექტის ან საქმის დასრულებისთვის მიეცით საკუთარ თავს ნაკლები დრო, ეს დამატებითი სტიმული იქნება, რომ შემოქმედებითად მიუდგეთ საკითხს, მოახერხოთ დადგენილ ვადაში საქმის დამთავრება.
12.დასახეთ მიზნები
დასახული მიზნები ჩაიწერეთ-ეს უფრო დამაჯერებელს ხდის მათ მიღწევას. გამიჯნეთ მოკლე- და ხანგრძლივ ვადიანი მიზნები და ჩანაწერში აღნიშნეთ მიღწეული წარმატებები, ესეც დაგეხმარებათ შემდგომ წინსვლაში.
- გაიცანით ადამიანები
გადადგით პირველი ნაბიჯი ნაცნობობისკენ, ისაუბრეთ ადამიანებთან, არ მოგერიდოთ რჩევის კითხვა ახალგაცნობილი, წარმატებული ადამიანებისთვის. თუ არ იკითხავთ, ვერ გაიგებთ.
10 იმოგზაურეთ
მოგზაურობა მრავალფეროვანს ხდის ცხოვრებას, სხვა ქვეყნის ისტორია, ტრადიციები, კულტურა დაგეხმარებათ ადამიანების უკეთ შეცნობაში. თუ გინდათ უკეთ შეიგრძნოთ უცხო ქვეყნის ხიბლი, ნუ მიანიჭებთ უპირატესობას დიდ სასტუმროებს.
- არ შეწყვიტოთ განვითარება
ყოველი დღე მიუძღვენით რაიმე ჩვევის, უნარის ან ცოდნის გაუმჯობესებას. შეეცადეთ, დღეს იყოთ გუშინდელზე უკეთესი, სულ ცოტათი მაინც, და ხვალ კიდევ უფრო კარგი. მთავარია, მიღწეულით კმაყოფილებამ არ გაგაჩეროთ.
- ენდეთ სწორ ადამიანებს
სამსახურეობრივი ინტრიგები, სამწუხაროდ, ყველგან ხდება. ამიტომ, ფრთხილად იყავით თქვენს არჩევანში, რომ კარიერა არ გაიფუჭოთ არასწორი ადამიანების გამო.
- იპოვეთ მასწავლებელი
ძალიან მნიშვნელოვანია კეთილსინდისიერი, გამოცდილი მენტორის ან ხელმძღვანელის პოვნა, რომელიც დაგეხმარებათ საჭირო ცოდნისა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში
6 ნუ დააყენებთ ანაზღაურებას სწავლაზე მაღლა
კარიერის დასაწყისი არის ცოდნის დაგროვების, საჭირო უნარების და გამოცდილების მიღების პერიოდი, აირჩიეთ ეს გზა და ცოდნა აუცილებლად დაგიფასდებათ მომავალში, შესაბამისი ანაზღაურებით.
- ნუ იჩქარებთ საქმიანობის სფეროს არჩევას.
პროფესიული ზრდის პროცესში შეისწავლეთ სხვადასხვა განხრები და შეეცადეთ ზუსტად განსაზღვროთ რა მოგწონთ და სად ხედავთ თქვენს თავს.
- ნუ ელოდებით ხელსაყრელ მომენტს
ნუ დაელოდებით, რომ თქვენი ცოდნა და გამოცდილება სახლში მოგიყვანთ საჭირო ადამიანებს. იყავით აქტიური, დაამყარეთ საჭირო კონტაქტები და ეძებეთ შესაძლებლობები თქვენი წინსვლისთვის.
- ისწავლეთ უცხო ენები
ახალი ენის შესწავლა არამარტო ახალ შესაძლებლობებს გიხსნით იმ ენაზე მოსაუბრე ადამიანებთან ურთიერთობისთვის, არამედ ტვინსაც ავარჯიშებს და ააქტიურებს.
- ნუ იმუშავებთ ზედმეტს
დააფასეთ საკუთარი თავისუფალი დრო და ნუ დარჩებით სამსახურში სამუშაო საათების დასრულების შემდეგ. ამას კოლეგების პატივისცემაც არ მოაქვს და თქვენ კი აუცილებლად ინანებთ, რომ დრო აღარ დაიტოვეთ სხვა არაფრისთვის, სამსახურის გარდა.
1 გჯეროდეთ საკუთარი თაცის
ხშირად ჩვენ თვითონ უწესებთ გარკვეულ შეზღუდვებს საკუთარ თავს და არ ვაცნობიერებთ საკუთარ შესაძლებლობებს. მიმოიხედეთ, ყველაფერი, რასაც ხედავთ, ჩვენნაირი ადამიანების შექმნილია! ამიტომ გჯეროდეთ, იოცნებეთ, აკეთეთ, გამოიგონეთ და უკეთესობისკენ შეცვალეთ სამყარო!