- ქაღალდის პირსახოცები
ქაღალდის პირსახოცები გაცილებით სქელია ვიდრე ტუალეტის ქაღალდი და უფრო ძნელად იხსნება წყალში. გაჭედვის რისკი განსაკუთრებით დიდია, თუ ბევრ დაჭმუჭნულ ფურცელს ერთბაშად ჩააგდებთ უნიტაზში.
- ლეიკოპლასტირი (სალბუნი)
ერთი პატარა ლეიკოპლასტირი უვნებელი ჩანს, მაგრამ ასე არ არის. იგი არ იხსნება წყალში და შეიძლება გაჭედვის მიზეზი გახდეს.
- სავარცხელზე დარჩენილი თმები
სავარცხლიდან მოშორებული თმები ხშირად უნიტაზში ხვდება. ამ შემთხვევაში გაწეწილი თმები ჩაეხვევა სხვა იქ დაუფიქრებლად ჩაგდებულ რაღაცეებს და კატასტროფა თავიდან არ აგცდებათ.
- შინაური ცხოველების ტუალეტის შემავსებელი
არ შეიძლება შემავსებლის არანაირი სახეობის უნიტაზში ჩაყრა, რადგანაც მათი ნაწილაკები წყლის შეწოვის შედეგად შეიძლება ერთმანეთს შეეწებონ და მილში ჩარჩნენ.
- ქალების პირადი ჰიგიენის საშუალებები
საფენები და ტამპონები შექმნილია სითხის შესაწოვად. წყალში მოხვედრისას ისინი სითხით გაიჟღინთებიან, მოცულობაში მოიმატებენ და უნიტაზს მის შეუფერხებლად ჩადენას ხელს შეუშლიან.
- ბავშვის საფენები
ბავშვის საფენებთან იგივე ისტორიაა და ამასთან ისენი კიდევ უფრო დიდი ზომისანი არიან
- ბამბის დისკები
პატარა ზომისანი კი არიან, მაგრამ წყლით კარგად იჟღინთებიან. ამიტომ ჯობია ისინი სანაგვე ყუთში მოისროლოთ.
- ბამბის ჩხირები
წყალში არ იხსნებიან, ხოლო მილში ჩარჩენა კი თავისუფლად შეუძლიათ.
- პრეზერვატივები
ეს კონტრაცეფციის საშუალებები ასევე არ დაიშლებიან უნიტაზში. ისინი მილებში ჩარჩებიან და შეიძლება წყლის ჩასვლას სერიოზული პრობლემა შეუქმნან.
- საკვები
გარდა იმისა, რომ საჭმლის ჩაყრის მერე უნიტაზი ჭუჭყიანდება, ამასთანავე საკვები უნიტაზის გაჭედვის ერთ–ერთ მიზეზს წარმოადგენენ. განსაკუთრებით საშიშია ჩაის ფოთლები, ბრინჯი და მაკარონები.
- მცირე ზომის ნაგავი
ქაღალდის პატარა ნაჭრები, ეტიკეტები–სტიკერები, მტვერი და რემონტის მერე დარჩენილი წვრილი ხრეში ნაგვის ურნაში უნდა გადაუშვათ თუ არ გინდათ სანტექნიკოსის გამოძახება.
- სიგარეტები
სიგარეტის ნამწვი წყალში არ გაიხსნება, ამიტომ საფერფლეს შემცველობა სანაგვეში ჩაყარეთ.
- ნეილონის კოლგოტკები და წინდები
თუ რატომღაც მოულოდნელად გახეული ნეილონის წინდების უნიტაზში გადაგდების სურვილი გაგიჩნდებათ – სასწრაფოდ გადაიფიქრეთ.