• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Tech News, Magazine & Review WordPress Theme 2017
  • მთავარი
  • სახლი
  • ფული
  • ცხოვრება
  • ურთიერთობა
  • აზროვნება
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სახლი
  • ფული
  • ცხოვრება
  • ურთიერთობა
  • აზროვნება
No Result
View All Result
RaRogor
No Result
View All Result

10 ერთჯერადი ნივთი, რომელიც არ უნდა იხმაროთ

dati by dati
October 7, 2020
Home სახლი
Share on FacebookShare on Twitter

 

 

პლანეტის გადარჩენა შესაძლებელია საკუთარი კომფორტისთვის ზიანის მიყენების გარეშეც.

 

ჩვენ ყველანი ვსარგებლობთ ერთჯერადი ნივთებით: სამსახურში მიმავალნი ვყიდულობთ ყავას ქაღალდის ჭიქებში, ვუკვეთავთ პროდუქტებს მაღაზიიდან პოლიეთილენის პარკებში, სპორტდარბაზში მიგვაქვს ბუტილირებული წყალი, ვწმინდავთ ბოტასებს სველი ხელსახოცებით. ხსირად ეს ნივთები ამთავრებენ თავიაბთ მსახურს ჩვენს ხელში მოხვედრის 10– 15 წუთის შემდეგ. მათი დაშლა კი გაცილებით მეტ დროს საჭიროებს. მაგალითად, ქაღალდის დასაშლელად საჭიროა 2–დან 10 წლამდე. პოლიეთილენის პარკების დასაშლელად  – 200 წელიწადი. პლასტიკის ჭურჭლის კი 500 წელი.

ნაგავი გროვდება, ნაგავსაყრელები იზრდება, ხდება ოკეანეების დაბინძურება. ამ დროს კი ცოტა ვინმე თუ არის მზად ეხლავე თქვას უარი კომფორტულ ცხოვრებაზე იმისათვის, რომ გადავარჩინოთ პლანეტა შორეულ მომავალში. ნარჩენების რაოდენობის შემცირება შესაძლებელია, თუ ჩვენი ქცევების ცოტაოდენ კორექტირებას მოვახდენთ. მაგალითად, თუ ერთჯერადი  ნივთების ნაწილის ნაცვლად ვიხმართ მრავალჯერადი გამოყენების ნივთებს. ეს არა მარტო ბუნებას წაეშველება, არამედ ცოტაოდენი ეკონომიაც იქნება.

  1. პოლიეთილენის პარკები

ათობით პოლიეთილენის პარკი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ერთი ნაჭრის ჩანთით. ის იოლად გაუძლებს ტვირთს და მოგემსახურებათ არა ერთი წელიწადი. ზოგჯერ გაყიდვაშია ჩანთები მხიარული პრინტებით, რომლებიც ხასიათსაც გაგიუმჯობესებთ.

შესაფუთი პარკების ნაცვლად გამოიყენეთ მრავალჯერადი ტილოს ჩანთები. მათში შეგიძლიათ ჩააწყოთ ბოსტნეული, ხილი, თხილეული და სხვა პროდუქტები. თუ გაისვრებიან, გარეცხვასაც იოლად შეძლებთ.

  1. წყლის ბოთლები

ბოთლები სასმელი წყლისთვის ჩვეულებრივ მზადდება პოლიეთილენტერეფტალატისაგან (PET ან PETE). ეს მასალა ექვემდებარება გადამუშავებას. მაგრამ არა ყველა ჭურჭელი ხვდება პლასტიკისთვის განკუთვნილ სპეციალურ სანაგვე ყუთში, იმისათვის რომ ხელმეორედ გამოიყენონ. ხშირ შემთხვევებში ისინი უახლოეს სანაგვე ყუთში ხვდებიან.

კარგი ჩანაცვლებაა მრავალჯერადი ბოთლი წყლისთვის მოსახერხებელი თავსახური– დასალევით. შეგიძლიათ გამოიყენოთ თერმოსიც –  სიცხეში გრილი წყალი გესიამოვნებათ.

  1. ყავის ჭიქები

თუ ფიქრობთ, რომ ქაღალდის ჭიქები პლანეტისთვის უვნებელია, ცდებით. ისინი ნამდვილად მზადდება დაშლადი ცელულოზით, მაგრამ შიგნიდან იფარება პოლიპროპილენით, კედლები რომ არ დანამდეს. ასეთი ქაღალდისა და პლასტიკის „ფენოვანი ნამცხვარი“ გადამუშავებას არ ექვემდებარება. ქაღალდის ჭიქების წარმოებისას ასევე იხმარება ბიოფენოლ–A, რომელიც საშიშია მრავალი ზღვის მობინადრესათვის.

არ არის სავალდებულო უარი ვთქვათ სასმელებზე გატანით. უბრალოდ შეგვიძლია თან წავიღოთ თერმოჭიქა და ვთხოვოთ ბარისტს, რომ  ყავა შიგ ჩაგვისხას. სხვათაშორის, ზოგიერთ ყავის კაფეებში თქვენს ჭურჭელში ჩასხმულ სასმელებზე ფასდაკლებები მოქმედებს. ასე რომ, არა მხოლოდ პლანეტას უშველით, არამედ ეკონომიასაც გააკეთებთ.

  1. ბამბის ჩხირები

ლორ–ექიმები თვლიან, რომ ყურის წმენდა ბამბის ჩხირებით  სახიფათოა. გოგირდისგან ყურს მთლიანად ვერ გავწმენდთ, ხოლო მისმა ნარჩენებმა კი შეწებებისას შეიძლება საცობები წარმოქმნან.

თუ ბამბის ჩხირებს ხმარობთ სხვა მიზნებით ( მაკიაჟის შესაწორებლად თუ განაჩხაპნის დასამუშავებლად ) იხმარეთ მრავალჯერადი. შემოახვიეთ კბილის ჩხირის ორივე ბოლოს ბამბა და მოხმარების შემდეგ გადააგდეთ. თუ არ გინდათ შეწუხება, შეიძინეთ ბიოდეგრადირებადი მასალებისგან დამზადებული ჩხირები.

  1. ბავშვისა და ჰიგიენური საფენები

ჰიგიენის ამ საშუალებებმა გაცილებით შეამსუბუქეს მილიონობით ქალებისა და ახალგაზრდა მშობლების ყოფა. მაგრამ გარემოსთვის არანაკლებ სახიფათონია, ვიდრე პოლიეთილენის პარკები.

სიტუაციის გაუმჯობესებისთვის სრულიად არ არის სავალდებულო დავუბრუნდეთ ბამბის საფენებს, რომლებიც გაუთავებელ რეცხვას საჭიროებდნენ. საკმარისია იყიდოთ მრავალჯერადი გამოყენების საფენები. ისინი საბავშვო მაღაზიებში იყიდება.

ტამპონების ალტერნატივაა მენსტრუალური ჭიქა. შეგიძლიათ ისარგებლოთ 5 წელი. გარდა ამისა, აფთიაქებში შეგიძლიათ შეიძინოთ მრავალჯერადებიც.

  1. მილაკები სასმელებისთვის

ზოგიერთ ეკოფრენდლ კაფეებში და ყავის მაღაზიებში ვიზიტორებს სთავაზობენ ლითონის ან შუშის მილაკებს, მაგრამ ისინი განკუთვნილია სასმელებისთვის, რომელთაც ადგილზე მიირთმევთ. თუ ყავას ან წვენს გატანით ყიდულობთ ხოლმე, მაშინ სჯობს შეიძინოთ საკუთარი მილაკი უჟანგავი მასალისგან და თან ატაროთ.

კიდევ ერთი ვარიანტია მილისებური მაკარონები. ცხელ სასმელებთან მათ ვერ გამოიყენებთ. ხოლო წვენების, ლიმონათებისა და ცივი ჩაისთვის სავსებით გამოდგენიან. ასეთი საშუალება შეგიძლიათ აგრეთვე კოკტეილებისთვის იხმაროთ, თუ გადაწყვეტთ ეკო–წვეულების მოწყობას.

  1. სველი ხელსახოცები

სველი ხელსახოცები შეიცავენ ხელოვნურ ბოჭკოებს, რომლებიც ათწლეულობით იშლებიან. უვნებელი ალტერნატივა უკვე დიდი ხნის წინ არის გამოგონილი და ეს ჩვეულებრივი ბამბის ცხვირსახოცია.

რაიმეს დეზინფექციისთვის დაასველეთ ის ხელის სადეზინფექციო გელით, რომელიც ყოველ აფთიაქსა თუ სუპერმარკეტში იყიდება.

  1. ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი

ჩვეულებრივი სარეცხი ღრუბლები ნატურალური გზით არ იხრწნებიან და არ გადამუშავდებიან. და ამასთან, მათი მოხმარების ვადა შეადგენს სულ რაღაც ორიოდე კვირას.

ტუ გიყვართ პრობლემების რადიკალურად გადაწყვეტა, შეგიძლიათ შეიძინოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა – ჩვეულებრივი ან სამაგიდე, რომელიც არ საჭიროებს წყალსადენთან მიერთებას. კიდევ ერთი ვარიანტია ხის ჯაგრისი ბუნებრივი ჯაგრით. ღრუბელისგან განსხვავებით, ის არ იწოვს სუნებს და არა ერთი წელი გაგიძლებთ.

  1. ჩაის პაკეტები

ქაღალდის ჩაის პაკეტეთან არანაირი პრობლემა არ არის – ისინი სწრაფად და უკვალოდ იშლებიან. პლასტიკისგან დამზადებული ჩაის პირამიდები კი ნაგავსაყრელზე რამოდენიმე ასწლეულობით გაძლებენ.

თუ ხშირად სვამთ ჩაის, იყიდეთ  საწური ბადე და ასაწონი ფოთლოვანი ჩაის სახეობები.

  1. პროდუქტების შესაფუთი ცელოფანი

პროდუქტები რომ არ დაძველდეს, არაა სავალდებულო საკვები ცელოფანის ან კილიტას ხმარება. გამოგადგებათ ცვილის ხელსახოცებიც. ისინი მზადდება ბამბის ქსოვილისგან, რომელიც შემდეგ იჟღინთება ცვილის, ბუნებრივი ხის ფისებისა და ზეთების ნარევით. იოლად გარეცხავთ და ადვილად შეინახავთ. გაშრობისას ისინი ხმებიან და ცოტა ადგილს იკავებენ. როდესაც გსურთ რაიმე ფორმა მიანიჭოთ, საკმარისია ხელებით შეათბოთ.

dati

dati

Next Post
29 მიდგომა , რომელიც აუცილებელია ბედნიერი ცხოვრებისთვის

29 მიდგომა , რომელიც აუცილებელია ბედნიერი ცხოვრებისთვის

Leave a Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Recommended.

10 ჩვევა სოცქსელებში, რომელთაც 30 წლისათვის თავი უნდა დააღწიოთ

10 ჩვევა სოცქსელებში, რომელთაც 30 წლისათვის თავი უნდა დააღწიოთ

October 2, 2020
იმ ადამიანების 8 ჩვევა, რომლებიც არ ექვემდებარებიან სტრესს

იმ ადამიანების 8 ჩვევა, რომლებიც არ ექვემდებარებიან სტრესს

October 7, 2020

Trending.

რა ემართება ტვინს სიკვდილის მომენტში

რა ემართება ტვინს სიკვდილის მომენტში

October 2, 2020
 როგორ გვატყუებენ სუპერმარკეტები: 10 ხრიკი, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ

 როგორ გვატყუებენ სუპერმარკეტები: 10 ხრიკი, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ

October 7, 2020
28 ნივთი, რომელიც უნდა მოიშოროთ თავიდან სახლის დალაგების დროს

28 ნივთი, რომელიც უნდა მოიშოროთ თავიდან სახლის დალაგების დროს

October 2, 2020
როგორ დავარწმუნოთ ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ რამეში: 12 არგუმენტი ყველა შემთხვევისთვის

როგორ დავარწმუნოთ ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ რამეში: 12 არგუმენტი ყველა შემთხვევისთვის

October 2, 2020
10 ერთჯერადი ნივთი, რომელიც არ უნდა იხმაროთ

10 ერთჯერადი ნივთი, რომელიც არ უნდა იხმაროთ

October 7, 2020

ჩვენ შესახებ

გაიგე რა როგორ უნდა
ურთიერთობა, ჯანმრთელობა, როგორ დაზოგო და დახარჯო სწორად, როგორ გაიმარტივო ცხოვრება და როგორ მიიღო მეტი.

Follow Us

  • მთავარი
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ჩვენ შესახებ

© 2020 Rarogor.ge - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • Home

© 2020 Rarogor.ge - ყველა უფლება დაცულია