• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Tech News, Magazine & Review WordPress Theme 2017
  • მთავარი
  • სახლი
  • ფული
  • ცხოვრება
  • ურთიერთობა
  • აზროვნება
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სახლი
  • ფული
  • ცხოვრება
  • ურთიერთობა
  • აზროვნება
No Result
View All Result
RaRogor
No Result
View All Result

აზროვნების 30 შეცდომა, რომელთა გამოც შაბლონებით ვცხოვრობთ

admin by admin
October 7, 2020
Home აზროვნება
Share on FacebookShare on Twitter

აზროვნების გასამარტივებლად ჩვენმა ტვინმა მოიგონა კოგნიტიური დამახინჯება. სამწუხაროდ, ზედმეტი მოუვიდა. თუ გინდათ იაზროვნოთ არასტანდარტულად, მოიშორეთ დამახინჯებებით თავსმოხვეული ჩარჩოები.

კოგნიტიური დამახინჯებები ეს შეცდომებია ჩვენს აზროვნებაში, ალგორითმები, რომლებიც შექმნილ იქნენ კეთილი მიზნებით – ჩვენი ტვინის გადატვირთვისაგან დასაცავად. აღმოჩნდა, რომ ყველა დაცვა ერთნაირად სასარგებლო არ არის. ზოგჭერ ეს ალგორითმები ამუშავდებიან იქ, სადაც საჭირონი არ არიან და შეცდომაში შევყავართ.

უკვე გიამბეთ აზროვნების იმ შედომების შესახებ, რომელთა გამოც ვერაფერს ვერ ვგებულობთ. ისინი გვეხმარებიან ინფორმაციის გაფილტვრაში და რომ არ გადავიდეთ ჭკუიდან ცოდნის უწყვეტი ნაკადისაგან. დღეს განვიხილავთ იმ დამახინჯებებს, რომლებიც გვეხმარებიან თავი გავართვათ იმ სამწუხარო ფაქტს, რომ ჩვენ ცუდად ვაზროვნებთ.

სამყარო უზარმაზარია. ადამიანი მთელი ცხოვრება სწავლობს და მაინც მცირე რამ იცის მის შესახებ. უბრალოდ ვერ ვასწრებთ გავიგოთ ყველაფერი ირგვლივ არსებულ სამყაროზე. როგორმე კი უნდა ვიცხოვროთ. და ჩვენი ტვინი ხატავს სამყაროს თავის სურათს, თითქოს ფანტასტიკურ წიგნს წერს.  მის შიგნით ვარსებობთ ჩვენც

 ზოგჯერ ეს სურათი ძალიან განსხვავდება რეალობისგან. სწორად რომ იმოქმედო, საჭიროა სახატავი ტილოს მიღმა გასვლა.

გავარკვიოთ,  რა მექანიზმები უშლის ამას ხელს.

ვხედავთ ლოგიკას იქ, სადაც ის არ არის.

ჩვენ ვადგენთ სამყაროს, როგორც მოზაიკას. რაც უფრო მალე აიწყობა, მით მარტივია. ამიტომაც ზოგჯერ მას ჩვენივე თვალთახედვით ვაწყობთ.

ანთროპომორფიზმი

ჩვენ ადამიანურ თვისებებს მივაწერთ ადამიანთა ჯგუფებს, ცხოველებსა და ბუნებრივ მოვლენებსაც კი. მერე კი ვფიქრობთ, რომ მათ ადამიანივით მოქცევაც შეუძლიათ. გახსოვთ, ზღაპრებში გმირები მუდმივად რომ ურთიერთობდნენ ქართან, მზესთან, ნაცრისფერ მგლებთან? გარკვეული ფორმით ვერც ჩვენ ვერ მოვშორდით ასეთ მითიურ აღქმას.

პარეიდოლია

ეს არის ვიზუალური ილუზია, როდესაც შემთხვევითი ხაზების, წერტილებისა და ფიგურების გროვაში ვხედავთ რაიმე დასრულებულ ობიექტს. პარეიდოლიაა, როდესაც საწოლის ქვემოდან მონსტრი მოძვრება თქვენსკენ, ან, მთვარის ლანდშაფტი კურდღლის ფორმაში გვევლინება.

კლასტერიზაციის ილუზია

ვპოულობთ კანონზომიერებას იქ, სადაც ის არ არის. „ეს ჯემპრი ორჯერ მეცვა გასაუბრებაზე და ორივეჯერ მიმიღეს სამსახურში. მესამე გასაუბრებაზე მაისურით მივედი და ყველაფერი ცუდად წავიდა. ესე იგი ჯემპრში მიმართლებს“.  სინამდვილეში კი  არა.

კორელაციის ილუზია

ეს ასევე ეხება არარსებული კანონზომიერებების მოძიებას. ჩვენ ადვილად ვამჩნევთ ნივთებს, რომლებიც სხვებისაგან გამოირჩევა:  სურათები ტექსტში, ფერადი პლაკატები ნაცრისფერ კედლებზე, მაღალი კაცი დაბლებს შორის. მაგრამ ეს ჩვენთვის საკმარისი არ არის.

თუ შევამჩნიეთ ორი გამორჩეული ნივთი, შევეცდებით ვიპოვოთ  კავშირი მათ შორის და ვიპოვით მაშინაც კი, თუ ის არ არსებობს.

დამახინჯება მოქმედებს, როდესაც ჩვენ გვექმნებაწარმოდგენა ადამიანებზე,  განსაკუთრებით კი უცხოელებზე. მაგალითად, შეგვხვდა ახალი ზელანდიის მცხოვრები, რაც უკვე თავისთავად არ არის ჩვეულებრივი მოვლენა. აღმოჩნდა, რომ მას მანიაკალურად უყვარს ყავა. ჩვენი ტვინი კი ამასობაში გადაწყვეტს, რომ ყავის ასეთი ფანატი ის იმიტომ არის, რომ ახალი ზელანდიიდანაა.

ნიმუშის სიდიდის შეუფასებლობა

ეს დამახინჯება მიუთითებს იმაზე, რომ სრულიად არ ვიცით სტატისტიკასთან მუშაობა. სტატისტიკური მონაცემები კარგად ვლინდება დიდ ნიმუშებზე, მცირეზე კი არა. ჩვენ ამისი შეფასება გვიჭირს და გვგონოა, რომ პატარა ჯგუფებში იგივე პრინციპები მოქმედებენ, როგორც დიდებში.

ეს მუშაობს უკუმიმართულებითაც. მაგალითად, გოგონებმა ორჯერ მიატოვეს ღარიბი სტუდენტი. ის გადაწყვეტს, რომ ყველა ქალი მერკანტილურია და მხოლოდ ფულზე ფიქრობს და მთელი ცხოვრების მანძილზე ცდება.

საკმარისი საფუძვლის შეცდომა

ეს დამახინჯება დაკავშირებულია ლოგიკურად აზროვნების უცოდინრობასთან. არსებობს ასეთი კანონი: თუ ერთ ობიექტს აქვს თვისება A, ხოლო მეორეს ასეთი თვისება არა აქვს, მაშინ ეს ობიექტები ერთი და იგივე არ არის. მაგალითად, ველოსიპედს აქვს პედალები, სკუტერს კი არა. ეს იმას ნიშნავს, რომ სკუტერი არ არის ველოსიპედი. ხომ ლოგიკურია? ეს მოქმედებს, თუ ჩვენ ნივთზე ყველაფერი ვიცით და თუ არა მაშინ ეს კანონი ვერ მუშაობს გამართულად.

მაგალიატდ, მომპარეს ფული. ვიცი, რომ ქურდი კრიმინალია. ვიცი, რომ ჩემი მეგობარი საშა არ არიც კრიმინალი. ე.ი. ჩემი ფული საშას არ მოუპარავს. ამიტომაც ძალიან გამიკვირდება თუ ის საშას სახლში აღმოჩნდება.

მოთამაშის შეცდომა

გვეჩვენება, რომ შემთხვევითი მოვლენების ჯაჭვი გავლენას ახდენს შემდეგ მოვლენაზე. მაგალითად, თუ მონეტა ხუთჯერ „რეშკათი“ ვარდება, მაშინ მეექვსეჯერ უეჭველად „ორიოლით“ დავარდება. სინამდვილეში კი ალბათობა 50 %–იანია. ისეთივე, როგორიც იყო მონეტის პირველად დავარდნისას.

სიახლის ეფექტი

გვგონია, რომ უახლესი მოვლენები უფრო დიდ გავლენას ახდენენ სამყაროძე, ვიდრე დიდი ხნის წინ მომხდარი. მაგალითად, ორშაბათს საცურაო აუზში წახვედით, სამშაბათს სპორტდარბაზში,  ოთხშაბათს კი ავად გახდით. დიდი ალბათობით იფიქრებთ, რომ ინფექცია სავარჯიშო დარბაზში შეგეყარათ, თუმცა დაინფიცირება  აუზშიც შეგეძლოთ.

ჩვენ შაბლონებით ვაზროვნებთ

ჩვენი ტვინი ვერ იტანს ინფორმაციის უქონლობას. ყველაფერი უნადა ვიცოდეთ და გვესმოდეს. ამიტომაც ნებისმიერი ახალი ინფორმაცია თავსდება იმ სისტემებში, რომლებიც ჩვენთვის ჩვეულია. და თუ ის ეწინააღმდეგება ჩვენს შეხედულებებს,  მარტივად მოვუნახავთ ამას რაიმე ახსნას და უკვე ვეღარავინ ვერ დაგვარწმუნებს საწინააღმდეგოში.

ატრიბუციის ფუნდამენტალური შეცდომა

როცა სხვებძე ვიქრობთ, მათ ქმედებებს პიროვნული თვისებებით ავხსნით ხოლმე. მაგალითად, რატომ მიყვირა კოლეგამ? იმიტომ რომ ის „კაზიოლია“ . ჩვენს საკუთარ საქციელს კი გარემო ფაქტორებით ვხსნით. რატომ ვუყვირე კოლეგას. იმიტომ, რომ ის „კაზიოლია“.

შედეგი – ატრიბუციის ჯგუფური შეცდომა. ჩვენ მთლიანი ჯგუფის შეცდომებს მის ცალკეულ წარმომადგენლებს მივაწერთ ხოლმე და პირიიქით. გახსოვთ ახალზელანდელი, რომელსაც ყავა უყვარს? ჩვენ გვეგონება, რომ ყველა სხვა ახალზელანდიელსაც უყვარს ყავა.

სტერეოტიპიზაცია

ატრიბუციის შეცდომენის გამოსწორება ძნელია. ჩვენ ხომ ძალიან გაგვიკვირდება, თუ აღმოჩნდება, რომ ახალზელანდიელს ყავა არ უყვარს. ჩვენთვის ისინი ხომ ყველანი კოფემანები არიან.

ფუნქციონალური მიჯაჭვულობა

ვიცით, როგორ გამოვიყენოთ ნივთი და სხვანაირად მის გამოყენებას ვერ ვახერხებთ. რა ვუყოთ ცარიელ ალუმინის ქილას? გადავაგდოთ? ან შეიძლება მისგან სანთური შევქმნათ. ამ დამახინჯების გადალახვის შემდეგ ნამდვილი კრეატივი იწყება.

მორალური ნდობის ეფექტი

რეპუტაციასთან დაკავშირებელი ეფექტი. თუ ადამიანი დიდი ხნის მანძილზე სამაგალითოა რაიმეში, იღებს სწორ გადაწყვეტილებებს, ეს აღიქმება, როგორც თავისთავად გასაგები. და ადამიანიც იჯერებს, რომ მისი გადაწყვეტილებები სწორი იმიტომაც არის, რომ თავისავე მიღებულია.

სამართლიანი სამყაროს არსებობის რწმენა

გვჯერა, რომ ყველა ბოროტმოქმედი დაისჯება და სიმართლე საბოლოოდ გაიმარჯვებს. რომ სხვები ისევე მოგვექცევიან, როგორც ჩვენ მათ, ყველა მაწყენარს კი დასჯის კარმა, ღმერთი, სამყარო, მაკარონის ურჩხული. ეს არის მიზეზ–შედეგობრივი კავშირის დამახინჯება. ჩვენ მას  ვიყენებთ, რათა უფრო დაწყნარებული და მშვიდი ცხოვრება გვქონდეს.

ავტორიტეტზე დაქვემდებარება

ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ჩვენი უფროსები, ხელისუფლება და ზოგადად უფრო მაღალი საფეხურზე მდგომი ადამიანები გვეუბნებიან. ვასრულებთ მათ ბრძანებებს, მაშინაც კი, თუ  არ ვეთანხმებით მათ.

ჩვენ შაბლონები გვმართავენ.

შაბლონები  იმდენად გვიყვარს, რომ მათ მყისიერად ვქმნით და რაიმეს შეცვლას აღარც კი ვაპირებთ.

ჰალო ეფექტი

ადამიანზე საერთო წარმოდგენა გავლენას ახდენნს სხვა ყველაფერზე, რასაც მასზე ვფიქრობთ. ლამაზი ხალხი უფრო ჭკვიანად მიგვაჩნია, მოწესრიგებულნი – მეტ პროფესიონალებად. ასე ხდება პირველი ნახვისთანავე შეყვარებისას. მერე კი ვკითხულობთ, ნეტა კი ტვინი სადღა იყო.

დამახინჯება სხვა ჯგუფის ერთგვაროვნების შეფასებაში

ადამიანები, რომელთაც ჩვენიანებად არ ვთვლით, გვეჩვენება უფრო ერთნაირებად, ვიდრე სინამდვილეში არიან. აქედან წამოვიდა ხუმრობა, რომ კორეიელებო კონტროლს ერთი პასპორტით გადიან.

დამახინჯება საკუთარი ჯგუფის სასარგებლოდ

ადამიანები, რომელთაც ჩვენიანებად ვთვლით, სხვებზე უკეთესებად გვეჩვენებიან. იგივე მუშაობს შედარებით დიდ მასშტაბებშიც ( ჩვენები ქალაქელებზე უფრო მხიარულები არიან) და პატარებშიც.

ჩვენ შეგვიძლია უარი ვთქვათ სხვის გამოგონებებზე  და მიღწევებზე მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი სხვებს ეკუთვნიან.

ჩირლიდერშის ეფექტი

თუ ადამიანი იმყოფება იმ ჯგუფში, სადაც ყველა რაღაცით მსგავსია, ის უფრო მიმზიდველად გამოიყურება. ჩვენ დაწვრილებით დავწერეთ ამ ეფექტისა და მისი გამოყენების შესახებ.

აზრის გაუფასიურება

ჩვენ ვერ აღვიქვამთ ინფორმაციას განყენებულად მისი მომწოდებლის გარეშე. და თუ ინფორმაციის მომწოდებელი ჩვენიანად აღიქმება, მაშინ წინადადებაც უფრო ჭკვიანური გვეჩვენება და თუ სხვა არის, მაშინ ვეძებთ ხარვეზებს.

„მოდით მოვრთოთ ოფისი დღესასწაულისთვის“! – ამბობს კოლეგა. თუ ეს ავტორიტეტიანი  დიზაინერია, მაშინ ეს შესანიშნავი იდეაა. და თუ ეს დაცვის  ახალბედა მუშაკია, რომელიც ყველასთვის უცნობია, მაშინ  არ ღირს დროის დაკარგვა ასეთ სისულელეებზე.

არ ვიცით თვლა

ქვეცნობიერებას ციფრები არ უყვარს, ურჩევნია ყცელაფერი „თვალზე“ და მიახლოებით. ამიტომაც ვამრგვალებთ და ვამარტივებთ ნებისმიერ ციფრულ მონაცემებს.

ალბათობის უარყოფა

ალაბათობოს თეორია ჩვენმა ტვინმა საერთოდ არ იცის. ამიტომ, როდესაც საჭიროა გადაწყვეტილების მიღება და ცოდნა კი საკმარისი  არ არის, მცირე რისკებს ან საერთოდ უგულვებელყოფს ან გადააფასებს. ამ ეფექტზეა აგებული ყველა ტერორისტული ქმედებები. შანსები მოვხვდეთ ავარიაში უფრო დიდია, ვიდრე დავზარალდეთ მეტროში აფეთქებისას. მაგრამ აფეთქება მეტად მოქმედებს ემოციებზე, და ჩვენ უკვე გვეშინია კონცერტზე წასვლის, ამავდროულად არ გვეშინია  გზაზე არასწორად გადარბენის.

კიდევ ერთი მაგალითი: მოსახლეობა გააფრთხილეს მოსალოდნელი ქარიშხალის შესახებ, მაგრამ უმრავლესობა არ მოემზადა მის შესახვედრად. ადამიანი, რომელიც არასდროს ჩავარდნილა  საგანგებო მდგომარეობაში, ვერც კი  წარმოიდგენს მას, ამიტომაც ისინი უგულვებელყოფენ მის ალბათობას.

გადარჩენილის შეცდომა

თუ ადამიანი გადარჩა ავტოკატასტროფაში მოხვედრისას, ის ფიქრობდეს იქნება, გადარჩა იმიტომ, რომ ყველაფერი სწორად გააკეთა. თუმცა მისი ბედის გადაწყვეტაზე ასობით ფაქტორმა მოახდინა გავლენა. ბევრნი სხვანი, რომლებიც ისევე მოქმედებდნენ კი დაიღუპნენ.

დენომინაციის ეფექტი

ჩვენ ძნელად ველევით მსხვილ თანხას ერთი რაიმეს ყიდვისას, იგივე თაბხას იოლად ვიხდით რამოდენიმე ნივთის შეძენისას. უბრალოდ ვერ წარმოვიდგენთ, რომ მრავალი წვრილი ანგარიშები ჯამში საკმაოდ დიდზე გადის. ეს ერთი მიზეზთაგანია, რატომაც უნდა აწარმოოთ ფინანსური ჟურნალი.

გვგონია, რომ ყველაზე ყველაფერი ვიცით. რთადერთი ადამიანი, რომელზეც დარწმუნებულად შეგიძლიათ რაიმე მაინც თქვათ, ეს თქვენი საკუთარი თავია. მაგრამ ჩვენ ადამიანებს შორის ვცხოვრობთ და როგორღაც უნდა ავხსნათ მათი ქმედებები. ამიტომ  ჩვენს აზრებს მუდმივად სხვა ადამიანებს მივაწერთ და მათგან საკუთარ ქცევასაც ველოდებით.

დაწყევლა ცოდნით

თუ ადამიანი კარგად ერკვევა რაიმეში, მას ჰგონია, რომ სხვებიც კარგად ერკვევიან. მას არ ძალუძს შეხედოს პრობლემას ცუდად ინფორმირებული ადამიანის თვალებით. ამიტომაც ზოგი მასწავლებელი კარგად ხსნის თემას, ზოგიც არა. ზოგიერთი წერს მშვენიერ ტექნიკურ დავალებებს, ზოგიც კი აღშფოთებას გამოთქვამს, რომ  შემსრულებლებმა კვლავ აურიეს ყველაფერი და ვერაფერი გაიგეს.

გამჭვირვალობის ილუზია

ჩვენ გადაჭარბებით ვაფასებთ ჩვენს უნარს გავერკვეთ სხვა ადამიანებში, რის გამოც გვგონია, რომ სხვებმაც ბევრი იციან ჩვენზე. „ყველა მიყურებს! ზუსტად იციან, რომ ცუდად მოვემზადე! ეგერ ის, რომელიც ხელებს იფშვნეტს, მზად არის ჩამჭრას!“

პროჟექტირების ეფექტი

ჩვენ ვაზედმეტებთ საკუთარი პერსონის მიმართ ყურადღებას. რადგანაც ჩვენ საკუთარი თავისთვის ყუველთვის ყველაზე მთავარნი ვართ, ასე გვგონია, რომ სხვებიც გამუდმებით ჩვენზე ფიქრობენ და ყურადღებას აქცევენ ჩვენს ქმედებებს, თითქოს მსახიობები ვიყოთ შუქმომფენი პროჟექტორის ქვეშ. სინამდვილეში კი გარშემომყოფთ სულაც არ ვაინტერესებთ და ისინი საკუთარი თავით არიან დაკავებულნი.

ჩვენ გვგონია, რომ გრძნობები არ იცვლება.

ყველა ჩვენი ცოდნისა და რწმენის პროეცირებას ვახდენთ წარსულსა და მომავალზე. თითქოს ის, რაც ვიცით ახლა, წინათავ ვიცოდით, და დროთა განმავლობაში არაფერი შეიცვლება.

ყველაფრისმცოდნის ეფექტი

ყოველჯერ ამ ეფექტის ბრჭყალებში ვართ, როცა ვამბობთ „ასეც ვიცოდი“. გვგონია, რომ ის, რაც მოხდა, წინასწარ შეგვეძლო განგვეჭვრეტა. სინამდვილეში კი  ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ მოვლენების განვითარების შემდეგ.

ისტორიის დასრულების ეფექტი

ვიცით, რომ ძალიან შევიცვალეთ. ყოველი წელი გამოცდილებას გვმატებს, მოვლენებმა კი მეხსიერებაში კვალი დატოვეს. მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალში ასეთი აღარ განმეორდება, ჩვენ კი დავრჩებით ისეთებად, როგორებიც ეხლა ვართ.

შედეგისაკენ გადახრა

გადაწყვეტილებებს განვსჯით არა იმით, თუ რამდენად გამართლებული იყო მათი მიღება,  არამედ იმის მიხედვით, თუ რა შედეგებამდე  მიგვიყვანეს ამ გადაწყვეტილებებმა.

კოლია და ვასია სავარჯიშოდ წავიდნენ. კოლიას ყველაფერი კარგად აქვს, ვასიას კი ფეხზე გირი დაეცა და გიფსით დადის. იგი ფიქრობს, რომ ვარჯიში ცუდი იდეა იყო და სახლში დარჩენა სჯობდა.

წარსულის შელამაზება

წარსულს აწმყოს პოზიციიდან შევყურებთ  და რაც წინათ საშინლად გვეჩვენებოდა, უკვე არც ისე ამაზრზენია. „მეც დამემართა ასეთი რამ, მაგრამ არა მიშავს, ცხოვრება გრძელდება“.

ზემოქმედების გადაფასება

ჩვენ გვეჩვენება, რომ მომავალი მოვლენები ძლიერ შეცვლიან ჩვენს ცხოვრებას და ღრმა ემოციებს გამოიწვევენ. განსაკუთრებით ვღელავთ მნიშვნელოვანი ეტაპების: გამოცდების, გასაუბრების წინ. გაივლის რამოდენიმე დღე და რაც არ უნდა გვეშინოდეს წინასწარ, ყველაფერი წარსულს ჩაბარდება.

იფიქრეთ, თუ როგორ იტყუებს თავს თქვენი ტვინი და იქმნის ჩარჩოებს. შემდეგში შესაძლოა სიტუაციას სხვა მხრიდან შეხედოთ და გამოავლინოთ შემოქმედებითი პოტენციალი, რომელსაც საკუთარი თავისგან თავადაც არ მოელოდით.

ჩვენ კი მოგიყვებით კოგნიტიური დამახინჯებების სხვა სახეებზე.

admin

admin

Next Post

როგორ ავამაღლოთ ცხოვრების ხარისხი დანახარჯების ზრდის გარეშე

Leave a Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Recommended.

7 უცნაურობა, რომელზეც  ტვინია დაპროგრამებული

7 უცნაურობა, რომელზეც ტვინია დაპროგრამებული

October 7, 2020
რა უნდა განიხილოთ, სანამ ერთად ცხოვრებას გადაწყვეტთ

რა უნდა განიხილოთ, სანამ ერთად ცხოვრებას გადაწყვეტთ

October 2, 2020

Trending.

რა ემართება ტვინს სიკვდილის მომენტში

რა ემართება ტვინს სიკვდილის მომენტში

October 2, 2020
 როგორ გვატყუებენ სუპერმარკეტები: 10 ხრიკი, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ

 როგორ გვატყუებენ სუპერმარკეტები: 10 ხრიკი, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ

October 7, 2020
28 ნივთი, რომელიც უნდა მოიშოროთ თავიდან სახლის დალაგების დროს

28 ნივთი, რომელიც უნდა მოიშოროთ თავიდან სახლის დალაგების დროს

October 2, 2020
როგორ დავარწმუნოთ ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ რამეში: 12 არგუმენტი ყველა შემთხვევისთვის

როგორ დავარწმუნოთ ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ რამეში: 12 არგუმენტი ყველა შემთხვევისთვის

October 2, 2020
იმ ადამიანების 8 ჩვევა, რომლებიც არ ექვემდებარებიან სტრესს

იმ ადამიანების 8 ჩვევა, რომლებიც არ ექვემდებარებიან სტრესს

October 7, 2020

ჩვენ შესახებ

გაიგე რა როგორ უნდა
ურთიერთობა, ჯანმრთელობა, როგორ დაზოგო და დახარჯო სწორად, როგორ გაიმარტივო ცხოვრება და როგორ მიიღო მეტი.

Follow Us

  • მთავარი
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ჩვენ შესახებ

© 2020 Rarogor.ge - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • Home

© 2020 Rarogor.ge - ყველა უფლება დაცულია